
იაპონიის პრემიერი აღმასრულებელ მდივანს სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო გაათავისუფლებს, ამის შესახებ თავად პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მასაიოში არაიმ, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის აღმასრულებელი მდივანია, გუშინ, პრემიერის ოფისში, ჟურნალისტებთან „არაოფიციალურ" ინტერვიუს დროს კომენტარი გააკეთა ერთნაირსქესიანთა ქორწინების იურიდიულ აღიარებისადმი პრემიერ-მინისტრის ფრთხილ პოზიციასთან დაკავშირებით. კერძოდ კი საბიუჯეტო კომიტეტის 1 თებერვლის სხდომაზე კიშიდას მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ნათქვამზე: „ეს არის საკითხი, რომელიც შეცვლის საზოგადოებას“
პრემიერ-მინისტრის კომენტარის საპასუხოდ მასაიოში არაიმ განაცხადა, რომ „ზემოქმედება საზოგადოებაზე დიდია. “და ეს ზემოქმედება” ნეგატიურია. პრემიერ-მინისტრის ოფისი გაერთიანებულია ამის წინააღმდეგ", - თქვა არაიმ და დასძინა: „მე პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს და ღირებულებებს, მაგრამ თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დამტკიცდება, იქნებიან ადამიანები, რომლებიც დატოვებენ ქვეყანას".
მასაიოში არაის თქმით, ის ლგბტ წყვილის „მეზობლად ცხოვრებას არ ისურვებდა" და მას „მათი დანახვაც კი არ უნდა".
მასაიოში არაიმ გუშინ საღამოსვე, პრემიერ-მინისტრის ოფისში, ინტერვიუ მისცა რეპორტიორებს და განაცხადა: „ძალიან ვწუხვარ იმ რამდენიმე შეცდომაში შემყვანი გამოთქმისთვის, რომელიც ადრე გავაკეთე".
მისი განმარტებით: „ეს იყო ჩემი პირადი აზრი და საერთოდ არა საჯარო უწყებაში გავრცელებული აზრი, მაგრამ არასასურველია ასეთი რამის თქმა, თუნდაც ეს პირადი აზრი იყოს“.
კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მისი ნათქვამი ადმინისტრაციაზე, მან განაცხადა: „ცოტა ვწუხვარ პრემიერის გამო. ჩემი პირადი აზრის გამოთქმამ პრობლემები გამოიწვია. თავად პრემიერი მსგავს რამეებს არ ამბობს და არც ფიქრობს“. სამომავლო პასუხთან დაკავშირებით კი განაცხადა: „ყოველ განცხადებაში ყურადღებიანი და ფრთხილი ვიქნები“.
მიუხედავად იმისა, რომ კომენტარები გაკეთდა "არაოფიციალურ" ინტერვიუში, კიშიდამ მეორე დილით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებდა არაის თანამდებობიდან გადაყენებას.
0
0