14/03/2023
11:12
მსოფლიო
ტოკიოს უმაღლესმა სასამართლომ ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც 87 წლის ყოფილი მოკრივის სასამართლო პროცესი ხელახლა განიხილება. ამის შესახებ „ასოშიეიტიდ პრესი“ იტყობინება.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე ეხება იძულებით აღიარებას და გაყალბებულ მტკიცებულებებს.
„ტოკიოს უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სიკვდილმისჯილი ივაო ჰაკამადა იმსახურებს საქმის ხელახლა განხილვას, რადგან შესაძლოა, საქმე მის წინააღმდეგ შეთხზული იყოს“, - ნათქვამია იაპონიის ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
ამასთან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, 87 წლის ჰაკამადას მსოფლიოში ყველაზე დიდი ხანია სიკვდილი მისჯილი აქვს.
ჰაკამადას მკვლელობის ბრალდება 1966 წელს ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერისა და მისი ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის წაუყენეს.
მან თავიდან უარყო ბრალდებები, შემდეგ კი აღიარა. მოგვიანებით ყოფილმა მოკრივემ თქვა, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.
0
0