02/06/2023
12:36
მსოფლიო
„იაპონიაში შობადობის მაჩვენებელი ზედიზედ მეშვიდე წელია მცირდება, 2022 წლის სტატისტიკით კი - რეკორდულად დაბალ დონეზეა, რაც ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ კრიზისს - მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და სწრაფად ბერდება,“ - განაცხადა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ იაპონიაში შობადობის კლების შეჩერება მთავრობის პრიორიტეტად აქცია. მისი მთავრობა ბავშვების მოვლისთვის და მშობლების მხარდასაჭერად წელიწადში 3,5 ტრილიონი იენის (25 მილიარდი დოლარი) დახარჯვას გეგმავს.
„2030-იან წლებისთვის ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირებას დაიწყებს. მანამდე დარჩენილი პერიოდი ჩვენი ბოლო შანსია, რომ შობადობის შემცირების ტენდენცია შევცვალოთ“, - განაცხადა კიშიდამ.
პანდემიამ იაპონიის დემოგრაფიული პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. იაპონიაში ახალშობილთა რიცხვი 5%-ით შემცირდა და 2022 წელს 770 747-ს მიაღწია, რაც მორიგი დაბალი მაჩვენებელია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 9%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1,57 მილიონს მიაღწია. 2022 წელს, კოროვირუსის პანდემიამ იაპონიაში 47 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
0
0