18/12/2022
18:19
ეკონომიკა
საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას შეფასებით, საქართველომ და იაპონიამ სავაჭრო კავშირები უნდა გააღრმავონ. მისი თქმით, ხარისხის გაუმჯობესებით, საქართველოს იაპონიაში მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი შეუძლია.
„იაპონიის საკვები პროდუქტების თვითკმარობის დონე 38%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, ქვეყანაში საჭირო საკვების მხოლოდ 38%-მდე ვაწარმოოთ - ეს ძალიან მცირეა. 60%-ზე მეტის იმპორტს ვახორციელებთ, რაც მაღალი მაჩვენებელია; როდესაც საქართველოს ვუყურებ, როგორც პოტენციურად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყანას, ვფიქრობ, მას მისასალმებელი როლი აქვს იაპონიასა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების ფარგლებში. ვფიქრობ, საქართველოს იაპონიაში მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეუძლია, განსაკუთრებით ხარისხის გაზრდის და პროდუქტიულობის შედეგად. რა თქმა უნდა, თქვენ ამაზე მეტი უნდა იმუშაოთ.
ჩვენ ასევე გეხმარებით და ამ კუთხით, საჭირო აღჭურვილობას უზრუნველვყოფთ თქვენთვის. ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც ყველის საწარმოს მაცივრები გადავეცით. ასევე, დაინტერესებული ვართ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით პროდუქტიულობის გაზრდის მიმართულებით. ჩვენ სოფლის მეურნეობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს კოოპერატივების კუთხით, რაც კერძო ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. ეს ზრდის ეფექტიანობას“, - განაცხადა ელჩმა BMG-ის გადაცემაში „Forbes Talks”.
იმამურა აკირამ გადაცემაში ასევე თქვა, რომ საქართველო იაპონელებისთვის ბუნებრივი, ორგანული პროდუქტების წარმოებასთან ასოცირდება, რამაც სხვადასხვა ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა გაზარდა.
წყარო: bm.ge
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024