
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ჩრდილოეთ კორეასთან მისი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება მიუთითებს, რომ იაპონიამ ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყაროს, რადგან რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები სულ უფრო და უფრო მეტად იკვეთება,“ - განუცხადა Reuters-ს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
ნატოს სამიტის წინ, კიშიდამ წერილობით შენიშვნებში ასევე შეშფოთება გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მოსკოვის დასახმარებლად [სავარაუდოდ] პეკინის როლთან დაკავშირებით, თუმცა მან ჩინეთი არ დაასახელა.
„ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ჩრდილოეთ კორეასთან მისი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ამის მკაფიო შეხსენებაა. იაპონიამ ნატოსთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება გადაწყვიტა. მსოფლიომ არ უნდა მოითმინოს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომელიც დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ითვალისწინებს. დღეს უკრაინაა [სამიზნე], ხვალ კი შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს,’’ - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.
10-11 ივლისს, ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო სამიტს, იაპონიასთან ერთად, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებიც დაესწრებიან. როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა Reuters-ს განუცხადა, ის საფრთხის საკითხს განიხილავს, რომელიც შესაძლოა ფხენიანმა, რუსეთთან კავშირების გაღრმავების გზით, ევროპას შეუქმნას.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026