
„იაპონია უკრაინის მხარდაჭერის გეგმებს „შესაფერის დროს“ განახორციელებს, რადგან რუსეთთან ომი გრძელდება,“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ინდო-წყნარი ოკეანის საკითხებში, კურტ კემპბელმა.
კურტ კემპბელმა დასძინა, რომ ტოკიო "ღრმად არის ჩართული" რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში.
დეკემბერში, იაპონიის მთავრობამ „მკაცრად“ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში განხროციელებული ქმედებები.
შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული სამხედრო ძალების მიერ "უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა... არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და სამხედრო დანაშაული“.
„ეს სრულიად აუტანელია და იაპონია მკაცრად გმობს რუსეთის ამ ქმედებებს. სისასტიკის შესახებ სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს და რუსეთმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი ამ აგრესიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, იაპონიამ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა იმ მოტივით, რომ „რუსეთის მიერ განხორციელებული ზოგიერთი ქმედება შეიძლება იყოს სამხედრო დანაშაული“.
0
0