05/11/2024
12:07
მსოფლიო
იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრი კოსმოსში გაუშვეს, რაც მთვარისა და მარსის კვლევებში ხის გამოყენების გამოცდის ნაწილია.
თანამგზავრი, სახელწოდებით LignoSat, კიოტოს უნივერსიტეტისა და სამშენებლო კომპანია Sumitomo Forestry-ის კოლაბორაციით შეიქმნა. მეცნიერების ინფორმაციით, ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpeceX-ის მისიის ფარგლებში გადაფრინდება და, მოგვიანებით, დედამიწიდან 400 კმ ზემოთ, ორბიტაზე გადავა. პალმის ზომის LignoSat-ის მისიაა განახლებადი მასალის კოსმოსური პოტენციალის ჩვენება, როდესაც ადამიანები კოსმოსის სამყაროში ცხოვრებას იკვლევენ.
„ხის საშუალებით, ანუ მასალით, რომელსაც ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ, შევძლებთ ავაშენოთ სახლები, და კოსმოსში სამუდამოდ ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ“, - თქვა ასტრონავტმა ტაკაო დოიმ.
მთვარესა და მარსზე ხეების დარგვისა და ხის სახლების აშენების 50-წლიანი გეგმის მიხედვით, ტაკაო დოის გუნდმა NASA-ს მიერ სერტიფიცირებული ხის თანამგზავრის შექმნა გადაწყვიტა, რათა დაამტკიცოს, რომ ხე კოსმოსური ხარისხის მასალაა.
"1900-იანი წლების დასაწყისში, თვითმფრინავები ხისგან მზადდებოდა. ხის სატელიტის დაპროექტებაც შესაძლებელი უნდა იყოს. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი თანამგზავრები კოსმოსური ნამსხვრევების თავიდან ასაცილებლად ხელახლა უნდა შევიდნენ ატმოსფეროში.
ჩვეულებრივი ლითონის თანამგზავრები ატმოსფეროში ხელახლა შეღწევისას ალუმინის ოქსიდის ნაწილაკებს ქმნიან, თუმცა ხის სატელიტები უბრალოდ იწვება ისე, რომ ჰაერი ნაკლებად ბინძურდება. მეტალის თანამგზავრების გაშვება შესაძლოა მომავალში აიკრძალოს. ხე უფრო გამძლეა კოსმოსში, ვიდრე დედამიწაზე, რადგან არ არსებობს, რომ წყალმა ან ჟანგბადმა დაალპოს ან ააალოს ის. ხის თანამგზავრი ასევე გარემოზე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ წარმატებით გამოვცდით ჩვენს პირველ ხის თანამგზავრს, გვსურს, რომ ის ელონ მასკის SpaceX-ზე გადავიტანოთ. შეიძლება მოძველებული აზრია, მაგრამ კოსმოსის საკვლევად ხე სინამდვილეში უახლესი ტექნოლოგიაა. კოსმოსში შეიძლება ხე-ტყის ინდუსტრია გაფართოვდეს," - თქვა კიოტოს უნივერსიტეტის სატყეო მეცნიერების პროფესორმა კოჯი მურატამ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჰონოკი ერთგვარი მაგნოლიის ხეა, რომელიც იაპონიაში იზრდება და ტრადიციულად ხმლის გარსის დასამზადებლად გამოიყენება. თანამგზავრი LignoSat-ი სწორედ ჰონოკისგან, ტრადიციული იაპონური ხელნაკეთობების ტექნიკის გამოყენებით, ხრახნებისა და წებოს გარეშე, მზადდება.
0
0