იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, თინეიჯერი გოგონა სავაჭრო ცენტრიდან გადმოხტა და ფეხით მოსიარულეც იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც 17 წლის საშუალო სკოლის მოსწავლე ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრის შენობიდან გადახტა, ის 32 წლის ქალს დაეცა, რომელიც მეგობრებთან ერთად მიდიოდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამწუხაროდ, გოგონა ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა. ქალიც მალევე დაიღუპა.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, გოგონამ თავი მოიკლა თუ ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა იაპონელებს [18 წლამდე] შორის თვითმკვლელობის მზარდი შემთხვევები ფიქსირდება.
გასულ წელს, იაპონიაში 513-მა ბავშვმა მოიკლა თავი, სუიციდის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად კი „სასკოლო პრობლემები“ დასახელდა. მოსწავლეები, რომლებსაც არ სურთ სკოლაში დაბრუნება, ცნობილია, როგორც „ფუტოკო“, ანუ „ადამიანები, რომლებიც არ დადიან სკოლაში“. იაპონიის განათლების სამინისტროს გამოკითხვის თანახმად, ძირითადი მიზეზები, რის გამოც ე.წ. ფუტოკოები თავს არიდებენ სკოლას, ეხება ოჯახურ გარემოებებს, მეგობრებთან პირად პრობლემებს და ბულინგს.
ბოლო წლებში, იაპონიის ხელისუფლება და მედია ორგანიზაციები საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ცდილობს იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც მოსწავლეები დგანან.
იაპონია „დიდი შვიდეულის“ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თვითმკვლელობა მოზარდების გარდაცვალების მთავარი მიზეზია.
0
0