11/04/2022
13:14
ეკონომიკა
იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით 16,3%-იანი ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში დაფიქსირებული, რაც საკმაოდ მაღალია,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველი ორი თვის მონაცემებს თუ შევადარებთ ამჟამინდელს, ვნახავთ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში დაფიქსირებული. იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემების მიხედვით, 16,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა. არსებულ გზას გარკვეული ფაქტორები განაპირობებს. საბაზისო ფაქტორის გარდა მნიშვნელოვანია ის, რომ ექსპორტის მიმართულებით ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი აქვს და ექსპორტი დიდი ოდენობითაა გაზრდილი. ასევე, მარტის თვეში შენარჩუნებულია ფულადი შემოდინებები ქვეყანაში, მათ შორის არის ფულადი გადმორიცხვები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ტურიზმი, რომელიც ნარჩუნდება აღდგენის მაღალი ტემპით. ბუნებრივია რთული იქნება ჩვენს მიერ წინა წლის ბოლოს არსებული პროგნოზის მიღწევა, თუმცა ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუახლოვდეს ამ ნიშნულს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024