04/04/2022
12:39
ეკონომიკა
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, მითუმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი და მთელი მსოფლიოს წინაშეა.
„სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ პროექტებზე, როგორიც არის ეკონომიკური ამაჩქარებელი, თუ განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები. ამიტომ გვჭირდება ძალიან მაგარი, ერთიანი, კოორდინირებული, აქტიური მუშაობა, რომ არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს ჩამორჩენა.
იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა, როგორც მრეწველობის, ასევე მომსახურების სექტორში. აქვე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ. დოლარი.
ასევე უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად ტურიზმიდან შემოსავლებიც გაიზარდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024