19/10/2023
11:27
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 910.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 607.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 12.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 303.4 მლნ. აშშ დოლარს ზრდამ 18.2 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, 6 696.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 195.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 876.0 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 471.8 მლნ. აშშ დოლარით.
0
0