
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ განაახლეს კოეფიციენტები „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.
პრიზის მიღების ახალი პრეტენდენტი გახდა „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი. მისი თანაგუნდელი რაფინია მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო მესამე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე.
ახალ რეიტინგში TOP 10-დან გავარდა „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე. მისი ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ.
„ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ტოპ ათეული:
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 2.50
რაფინია (ბარსელონა) – 3.25
უსმან დემბელე (პსჟ) – 5.00
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 9.00
პედრი (ბარსელონა) – 10.00
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 15.00
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 17.00
დეკლან რაისი (არსენალი) – 21.00
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 34.00
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 51.00
0
0