
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, “მოქალაქეების” კანდიდატს, ლევან იოსელიანს მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ლევან იოსელიანის მიმართ ისევე, როგორც ამ თანამდებობის მიმართ, სუბიექტური დამოკიდებულება აქვს.
„ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და მე მას მხარს დავუჭერ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურას წარადგენენ და კენჭს განხილვის გარეშე უყრიან. ლევან იოსელიანის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეებმა" წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თავად იაგო ხვიჩიამ, რამდენიმე თვის წინ, ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურაც დაასახელა.
0
0