08/11/2022
18:53
ეკონომიკა
50 მილიარდის შემოსავლის მქონე მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი “გოლდმან საქსი” ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რის მიხედვითაც 15 წელში ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრიის წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა 154 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწიოს.
ეს ისეთივე შთამბეჭდავი მიღწევაა როგორც ელექტრო ავტომობილების ბაზარი, მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ რამდენად ცოტა დროა გასული რობოტების შექმნიდან. ილონ მასკმა ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ სულ მალე შეიძლება რობოტების ინდუსტრია “ტესლა”-ს საავტომობილო ბიზნესზე ფინანსურად მეტად ღირებული გახდეს.
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც საინვესტიციო ბანკი ამ თემის გამოკვლევით დაინტერესდა “ტესლა”-ს ახალგამოშვებული რობოტი სახელად ოპტიმუსია.
ოპტიმუსი განხილვის საგნად იქცა
“”ტესლა"-ს ახალი ჰუმანოიდი რობოტის პროტოტიპმა ოპტიმუსმა ასეთი ინოვაციის მომავალ ფინანსურ მნიშვნელობაზე განაახლა განხილვა. ჰუმანოიდი რობოტების საინვესტიციო საქმე ყურადღებას იმსახურებს - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 10-15 წელში რობოტები 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ინდუსტრიად იქცევა და 2035 წლამდე ხანდაზმულთა მოვლისათვის დასასაქმებლების 2% შეადგენს," - წერს “გოლდმან საქსი” ანგარიშში.
“თუ დიზაინთან, გამოყენებითობასთან, ტექნოლოგიასთან, ხელმისაწვდომობასთან და საზოგადოების მიმღებლობასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა მოხერხდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ 2035 წლამდე ბაზრის ღირებულება 152 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნება. ეს ბევრ სფეროში მუშათა დეფიციტს მოაგვარებს.”
ილონ მასკს “ტესლა”-სთვის დიადი გეგმები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ის კომპანიის საწარმოებში მუშახელის ათასობით რობოტით ჩანაცვებას აპირებს.
მონოტონური ან სახიფათო სამუშაო
ოპტიმუსი თავდაპირველად მონოტონური და სახიფათო სამუშაოს შესასრულებლად შექმნეს.
2021 წელს ოპტიმუსის პირველი ვერსიის გამოსვლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ოპტიმუსი იმავე ჩიპებითა და სენსორებით მზადდება რითაც “ტესლა”-ს ავტომობილები. რობოტის სიმაღლე 1.72 მეტრია და თავის მაგივრად ეკრანი აქვს, რაზეც ინფორმაცია ისახება.
ოპტიმუსს ავტოპილოტის კამერები უყენია. იმის მიუხედავად, რომ რობოტი მხოლოდ 56.6 კილოგრამს იწონის, შეუძლია 68 კილოგრამი აწიოს და 20 კილოგრამი გადაზიდოს. მას ასევე შეუძლია 8 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდეს.
ბაზრის კვლევების კომპანიის, “მარკეტს ენდ მარკეტს”-ის, ანგარიშის მიხედვით, ჰუმანოიდი რობოტების ბაზარი 2022 წელს 1.5 მილიონ აშშ დოლარად ფასობს და დღევანდელი ღირებულება 2027 წლამდე სავარაუდოდ $17.3 მილიარდამდე გაიზრდება. მართალია ეს პროგნოზი “გოლდმან საქს”-ის პროგნოზზე ნაკლებად ამბიციურია, თუმცა დამაიმედებელ მომავალზე და ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024