20/10/2025
09:44

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747 ასაფრენი ბილიკიდან ზღვაში გადავარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა.- BBC
ავიაკომპანია AirACT-ის დუბაიდან მომავალი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრებიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა.
თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, ორი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. „ბორტზე მყოფი ოთხი ეკიპაჟის წევრი სწრაფად გადაარჩინა სახანძრო სამსახურმა, თუმცა, ორი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.
იმ მომენტისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, ამინდი და ასაფრენი ბილიკის მდგომარეობა უსაფრთხო იყო და ასაფრენი ბილიკის ფუნქციონირებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებდა. გამოძიება გრძელდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ჰონგ-კონგის აეროპორტის ორგანოს აეროპორტის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ იუმ.
მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სატვირთო აეროპორტის ჩრდილოეთ ასაფრენი ზოლი დაკეტილია, ხოლო სამხრეთ და ცენტრალური ასაფრენი ზოლები მუშაობას აგრძელებენ. FlightRadar24-ის განცხადებით, თვითმფრინავი 32 წლის წინ იყო აწყობილი და სატვირთო თვითმფრინავად გადაკეთებამდე სამგზავრო თვითმფრინავად გამოიყენებოდა.
0
0