
ჰონგ კონგი და სამხრეთ ჩინეთის ქალაქები ფართომასშტაბიან წყალდიდობას ებრძვიან. რეგიონში რეკორდულად ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა.
8 აგვისტოს, ჰონგ კონგის ქუჩები და მეტროსადგურები დაიტბორა. დაიხურა სკოლები და სამუშაო ადგილები
.
მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, წვიმა, რომელიც ქალაქში 7 აგვისტოს დაიწყო, ყველაზე ძლიერია ბოლო 140 წლის განმავლობაში.
ჰონგ კონგის ხელისუფლებამ სამაშველო სამუშაოები ჩაატარა.
ხელისუფლების განცხადებით, ველური ამინდის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 83 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. წვიმამ ასევე გამოიწვია მეწყერი - გადაიკეტა გზები.
ჰონგ კონგის ობსერვატორიის შეფასებით, 158,1 მმ-იანი საათობრივი ნალექი დაფიქსირდა, რომელიც 1884 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.
ძლიერმა წვიმამ ასევე სამხრეთ ჩინეთის ქალაქი შენჟენი (ჰონგ კონგის საზღვარზე) დატბორა. მეტეოროლოგების შეფასებით, 1952 წლის შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი წვიმაა. გუანდონგის პროვინციის მიმართულებით შეჩერებულია ასობით ფრენა, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობის შესახებ პროგნოზირებს და მოსახლეობას დაბალი ზონების დატოვებისკენ მოუწოდებს.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026