07/07/2023
13:31
მსოფლიო
ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლებში საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტები, რომელიც ჰოლოდომორის სახელით არის ცნობილი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ნიდერლანდების ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია მოვლენებს სწორი შეფასება მიეცეთ, რათა მსგავსი საშინელი დანაშაულები მომავალში აღარ განმეორდეს.
ასევე მან მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ქვეყანა უკრაინას უწევს თავისუფლებისთვის და საკუთარი მომავლისთვის ბრძოლის საქმეში.
უკრაინამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 2006 წლის 28 ნოემბერს აღიარა. 2022 წლის 16 ნოემბერს უმაღლესმა რადამ მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს მიმართა, რათა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ეღიარებინათ.
0
0