13/12/2024
11:18
ტაბლოიდი
მუსიკალურ პროდიუსერსა და რეპერს, შონ კომბსს, იგივე P.Diddy-ს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 3 კაცი ადანაშაულებს.
ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს ადვოკატ ტომას გიუფრას დახმარებით ანონიმურმა პირებმა მიმართეს.
ბრალმდებლების თქმით შემთხვევები 2019-2022 წლებში მოხდა. ყველა ამბობს, რომ კომბსმა მათზე სექსუალურად იძალადა.
ერთ-ერთი ბრალმდებლის თქმით, რომელიც რეპერის დიდი ხნის თანამშრომელია, კომბსთან ნიუ-იორკში, სასტუმროში საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. როგორც კაცი იხსენებს, რეპერმა ალკოჰოლი შესთავაზა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებით იყო გაზავებული.
"2 წუთში თავი ძალიან დაღლილად ვიგრძენი, მეძინებოდა". – წერია საქმეში. როგორც კაცი იხსენებს, თითქმის გონებადაკარგული იყო, როდესაც რეპერმა გააუპატიურა.
შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.
0
0