
ჰოლივუდის სცენარისტებმა აშშ-ის სტუდიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, სავარაუდოდ დასრულდება 2 მაისს დაწყებული გაფიცვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვაა, რომელმაც შეაფერხა ჰოლივუდის კინო/ტელე წარმოება და კალიფორნიის ეკონომიკა მილიარდობით დოლარით დააზარალა.
სამწლიანი კონტრაქტი ძალაში შევა, როდესაც მას ამერიკის მწერალთა გილდიის ხელმძღვანელობა და პროფკავშირის წევრები დაამტკიცებენ. ცალკეულ დავაში გაფიცული მსახიობები მონაწილეობენ. ჰოლივუდის კომერციული გამოცემა Variety-ის ცნობით, გვიან ღამით თოქ-შოუების თანამშრომლებს შეუძლიათ სამუშაოს დაუბრუნდნენ. მაუწყებლობა შესაძლოა ოქტომბრის შემდეგ განახლდეს. უთანხმოების შედეგად, ბევრი პოპულარული სერიალი და ღამის "თოქ-შოუ" დაიხურა. დავა ეხება ანაზღაურების საკითხებს, ასევე სცენარისტები ხელოვნური ინტელექტის გავლენის გაზრდას აპროტესტებენ, რომელიც პოტენციურად მათ უნარებს ჩაანაცვლებს.
„ჩვენი მსოფლიო დონის სცენარისტების გარეშე კალიფორნიის შოუ-ინდუსტრია არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის. მადლობელი ვარ, რომ ორივე მხარე გაერთიანდა და შეთანხმებას მიაღწია, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა მხარეს, კალიფორნიის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი კი ანაზღაურდება“, - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.
0
0