13/05/2022
15:01
პოლიტიკა
რახან მათი [„ნაციონალური მოძრაობა"] საინფორმაციო ინტერნეტრესურსი უფრო ძლიერია და კარგად არის გაშლილი საზღვარგარეთ, ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ ქართველებმა არ იციან აქ რა ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„რეალურად, აქ საზოგადოებას აშკარად უფრო წარმოუდგენია, ხედავს ძალიან პრიმიტიულ ფორმულას, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მკაფიო კონტურები შეიძინა. გაცილებით იოლია დეზინფორმაციის, ფეიკ ნიუსების საზღვარგარეთ გავრცელება და ამათ ჩამოუყალიბდათ არასწორი, უსაფუძვლო დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ. მათ ჰგონიათ, რომ რახან მათი საინფორმაციო ინტერნეტრესურსი უფრო ძლიერია და კარგად არის გაშლილი საზღვარგარეთ, ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ ქართველებმა არ იციან აქ რა ხდება“, - განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის სამოქმედო გეგმის მიზანი არჩევნებამდე მისვლაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოლდოვის მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას და საპრეზიდენტო არჩევნებზე მაია სანდუს გამარჯვებაში კონკრეტული, პარტნიორი ორგანიზაციების წვლილზე აკეთებს აქცენტს. პარტიის მიერ დასახულ გეგმაზე საუბრისას ნიკა მელია ყურადღებას ამახვილებს საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე და ამ შემთხვევაში სწორედ მოლდოვის სცენარს გულისხმობს.
„იცით, ქალბატონი სანდუ როგორ გახდა პრეზიდენტი? 260 ათასი მოლდოველი ემიგრანტი მივიდა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე. დამატებით და დამატებით, რაშიც მთელი 6 თვის განმავლობაში ჩვენი კონკრეტული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ აქტიურად. მთლიანი ხმების 16% შეადგინა ემიგრანტების ხმებმა. კონკრეტული პრეზენტაცია იქნება. კონკრეტული მხარდაჭერა იქნება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. ერთი ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემაში „რეაქცია“.
0
0