14/05/2025
15:43

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლკის თქმით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელიც პარტიების აკრძალვის შსახებ კანონს შეეხებოდა, მიკერძოებულია და დიპლომატის განცხადება ასეთი არ უნდა ყოს.
მისი განმარტებით, ჰერჩინსკის ისღა დარჩენია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებული ომის წინა ხაზზე დადგეს.
"პაველ ჰერჩინსკის ისღა დარჩენია, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და შექმნას პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე წინ დადგება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც გამოაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ". პაველ ჰერჩინსკი, როგორც ელჩი, როგორც დიპლომატი, მხოლოდ საქართველოს სივრცეში არ უნდა განვიხილოთ. არ არსებობს, რომ მას დახურული ჰქონდეს ინფორმაცია და მხოლოდ საქართველოს საკითხებზე იყოს კონცენტრირებული და რეალობაში რა ხდება მსოფლიოში არ იცოდეს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის დიპლომატის განცხადება - ეს არის მიკერძოებული ადამიანის განცხადება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ "პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია", რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.
0
0