
TIKTOK-ის ვარსკვლავი ჰასბულა მაგომედოვი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის დაღესტნელი ბლოგერი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის და მისი მეგობრები, ერთ-ერთი მეგობრის ქორწილის აღნიშვნისას, ქუჩაში სხვა მძღოლების შეწუხების [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის] გამო დააკავეს.
„ჩვენ უბრალოდ ცოტა გართობა და ყურადღების მიქცევა გვინდოდა. ეს აღარ განმეორდება, ხალხო, ბოდიშს ვიხდით, ამ საქციელზე პასუხიც ვაგეთ", - წერს ჰასბულა Instagram-ის გვერდზე.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „დაღესტანში აღვირახსნილი საქორწილო გართობის მაგალითები ცნობილია რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. გართობის სხვა საშუალებების არარსებობის გამო, ასეთი პრიმიტიული ვარიანტი კვლავ ძალიან პოპულარულია - სხვა მძღოლებისთვის გზების გადაკეტვა, საბურავების დაწვა, მანქანების ერთმანეთთან დაჯახება და ა.შ. რომლებსაც, ფაქტობრივად, დღესასწაულთან არანაირი კავშირი არ აქვს.“
„საქორწილო ემოციების“ (როგორც თავად დაკავებულები უწოდებენ) ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს. დაღესტნის შსს-ს სახელმწიფო საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს.
0
0