
ბუკინგემის სასახლემ გადაწყვიტა, რომ სასექსის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი, ფროგმორის რეზიდენციიდან გაასახლონ. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ კოტეჯს პრინც ენდრიუს შესთავაზებენ.
წყვილმა რეზიდენციის დაცლის შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო, - იტყობინება The Sun.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუკინგემის სასახლე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც BBC წერს, ამ საკითხს სამეფო ოჯახი თავად გადაწყვეტს.
Frogmore Cottage - ისტორიული შენობაა, რომელიც ჰარისა და მეგანს გარდაცვლილმა დედოფალმა ელისაბედ მეორემ აჩუქა (უვადოდ გადასცა).
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2020 წელს სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო ოჯახს ჩამოსცილდნენ, ისინი ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ, თუმცა შეინარჩუნეს ფროგმორი, როგორც ბრიტანეთის რეზიდენცია. მათ შარშან სწორედ იქ აღნიშნეს ქალიშვილის დაბადების დღე.
0
0