10/03/2023
12:02
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას შვილებმა, არჩიმ და ლილიბეტმა, ოფიციალურად მიიღეს პრინცისა და პრინცესას ტიტულები.
ეს სრულად შეესაბამება წესებს, რომლის მიხედვითაც სამეფო შვილების ტიტულები დგინდება. ეს წესი დაადგინა გარდაცვლილი დედოფლის - ელიზაბეტ II-ის ბაბუამ, ჯორჯ V-მ 1917 წელს.
შესაბამისად, პრინცისა და პრინცესას ტიტულები ენიჭებათ ან თავად მონარქის შვილებსა და შვილიშვილებს, ან ტახტის მემკვიდრის შვილებს.
ამასთან, პრინც უილიამის ცოლი მხოლოდ მას შემდეგ ეწოდა პრონცესა, რაც მისი ქმარი უელსის პრინცი გახდა, მეგანი კი სასექსის ჰერცოგინიად რჩება. თუმცა, კეტრინსაც კი არ აქვს უფლება სახელის წინ ტიტული დააყენოს, ეს პრეროგატივა რჩება მხოლოდ მათ, ვინც სამეფო ოჯახში დაიბადა. ამიტომ, პრინც უილიამის ცოლს ეწოდება კეტრინი - უელსის პრინცესა და არა - პრინცესა ეკატერინე.
0
0
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
20/09/2024