
2019 წელს ჰანტერ ბაიდენმა ჩინელი ინვესტორის ლი სიან შენისგან, თავისი მამის, ჯო ბაიდენის მისამართზე 250 000 დოლარზე მეტი მიიღო. Fox News-ის ცნობით, ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა.
„ჯო ბაიდენმა ამერიკელებს განუცხადა, რომ მის ოჯახს არასოდეს მიუღია ფული ჩინეთიდან. წელს უკვე დამავტკიცეთ, რომ ეს ტყუილია. ახლა უკვე ვიცით, რომ პეკინიდან გამოგზავნილ ორ დეპეშაში მიმღების მისამართად მითითეულია ბაიდენის სახლი უილმინგტონის შტატში“, - განაცხადა კომერმა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა იცოდა თავისი შვილის ფინანსური ოპერაციების შესახებ. 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ლი სიან შენის შვილისთვის ბრაუნის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სარეკომენდაციო წერილი დაწერა.
ბაიდენის წინააღმდეგ ფორმალური საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ 13 სექტემბერს განაცხადა. საქმე ეხება ბაიდენების ოჯახის მიერ რუსი, უკრაინელი და ყაზახი ოლიგარქებისგან 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს.
გამოძიების თანახმად, ტრანზაქციებს ბაიდენის ვაჟი, ჰანთერ ბაიდენი იღებდა, თუმცა რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ კორუფციულ სქემასთან ჯო ბაიდენიც იყო დაკავშირებული.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
09/05/2025