30/10/2023
18:45
მსოფლიო
ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სამი, სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი ისრაელელი ქალი ჩანს.
76-წამიან ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
AFP-ის ცნობით, ზემოხსენებული ქალი საუბრის დროს ემოციური ხდება, ბოლოს კი ყვირილს იწყებს, დანარჩენი ორი ქალი კი მთელი ჩანაწერის განმავლობაში ჩუმად სხედან.
"ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სამხედრო ჩავარდნის შედეგად. იქ არ იყვნენ სამხედროები, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა.
ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ისრაელს გადასახადებს ვუხდით, ახლა კი მძიმე პირობებში ტყვეობაში ვიმყოფებით. თქვენ ჩვენ გვკლავთ.
ჩვენი მოკვლა გსურთ? არ არის საკმარისი რომ თქვენ ყველა მოკალით? არ არის საკმარისი მოკლული ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა?
გაგვათავისუფლეთ ახლავე. გაათავისუფლეთ მათი მოქალაქეები, მათი პატიმრები, გაგვათავისუფლეთ ყველა. მოგვეცით საშუალება დავუბრუნდეთ ოჯახებს". - ტყვედ აყვანილი ქალის მიმართვას Al Jazeera ავრცელებს.
უახლესი მონაცემებით, ჰამასს 239 ისრაელელი მძევალი ჰყავს აყვანილი.
0
0