
IDF-ის ინფორმაციით, ისრაელელი ჯარისკაცი ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მძევლად აყვანილი სამხედრო, გვიან ღამით, ებრაული მხარის მიერ წამოწყებული სპეცოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლეს.
სამხედროს გათავისუფლების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"წუხელ, ჯარისკაცი ორი მეგიდიში, სახმელეთო ოპერაციის დროს გაათავისუფლეს. ის "ჰამასმა" 7 ოქტომბერს გაიტაცა",- წერს IDF Twitter-ზე.
სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მეგიდიშმა გაიარა სამედიცინო გამოკვლევა, თავს კარგად გრძნობს და ოჯახთან ერთად იმყოფება. მათ მისი ფოტო გამოაქვეყნეს.
ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის” მხარეს მძევლად აყვანილი ჰყავს 230-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ისრაელის მხარე არ გამორიცხავს, რომ მძევალთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
0
0
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
27/10/2026