16/11/2023
00:02
მსოფლიო
"ჰამასის" ტყვეობაში მყოფმა ქალმა იმშობიარა. ინფორმაციას ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლი, სარა ნეთანიაჰუ აშშ-ის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენისათვის მიწერილ წერილში ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ჰამასის" ტყვეობაში 32 ბავშვი და ახალშობილია.
ნეთანიაჰუ თავის წერილს იწყებს, როგორც არა ისრაელის პრემიერმინისტრის ცოლი, არამედ, პირველ რიგში, როგორც დედა. წერილში იგი გამოხატავს ღრმა წუხილს ტყვეობაში მყოფთა ადამიანების, უპირველესად კი, ბავშვების მიმართ.
"ეს ახალგაზრდა სულები არა მხოლოდ ოჯახებთან განშორების ტკივილს აწყდებიან, არამედ მშობლებისა და და-ძმების სასტიკი მკვლელობის შემსწრენიც ხდებიან," - წერს ნეთანიაჰუ.
წერილში აღნიშნულია, რომ "ჰამასმა" ქალი მაშინ გაიტაცა, როდესაც ის ჯერ კიდევ ორსულად იყო; შვილი კი მან ტყვეობაში მყოფმა გააჩინა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ "ჰამასის" ტყვეობაში ათი თვის ბავშვიც იმყოფება.
0
0