19/11/2023
21:47
მსოფლიო
„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი პროგრესია მიღწეული, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე კი აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულ, ლოგისტიკურ საკითხებზეა და არა შეთანხმების ძირითად არსზე.
„როდესაც მიზანს უახლოვდებით გრძნობთ, რომ თქვენი ნდობის დონე იზრდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც მივაღწევთ ამ წერტილს. შეთანხმება დროდადრო განიცდის აღმავლობასა და ვარდნას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ ახლა მე უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საკმარისად ახლოს ვართ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია, ხალხი დააბრუნოს საკუთარ სახლებში“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.
0
0