11/06/2024
16:46
მსოფლიო
,,ჰამასის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ეთანხმება გაეროს მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს ღაზაში მიმდინარე ისრაელთან ომის დასრულების გეგმას და მზად არის დეტალებზე მოლაპარაკებისთვის.
„ახლა უკვე ვაშინგტონმა უნდა მოგვცეს გარანტია, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებით დაკისრებულ ვალდენულებას შეასრულებს. „ჰამასისთვის“ მისაღებია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და მხარეებს შორის ტყვეების გაცვლას.
აშშ-ის ადმინისტრაცია რეალური გამოცდის წინაშე დგას, რათა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და აიძულოს ოკუპანტი მხარე, რომ ომი დაუყონებლივ დაასრულოს“, - განუცხადა Reuters-ს პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის მაღალჩინოსანმა სამი აბუ ზუჰრიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ისრაელის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„,,ჰამასის” განცხადება იმედისმომცემია, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც „ჰამასის“ ხელმძღვანელისგან უნდა მოვისმინოთ,“ - დასძინა ბლინკენმა.
0
0