03/01/2022
11:15
მსოფლიო
ინციდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის 218-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მოხდა, როდესაც მთავრობის მეთაური სიტყვით გამოდიოდა.
2 იანვრის დადასტურებული ინფორმაციით, სროლის დროს, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.
პრემიერ-მინისტრი არ დაშავებულა; ის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. როგორც „Dominican Today“ იუწყება, მსხვერპლი, რომლის ვინაობა უცნობია, სროლის დროს მოკლეს, როდესაც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნა.
ინციდენტის გამო, ჰაიტის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.
გასულ წელს, ჰაიტის 42-ე პრეზიდენტი,ჯოვენელ მოისე,უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს. პოლიციის ყოფილი კომისარი,მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, გილბერტ დრაგონი, მოგვიანებით, COVID-19 ინფექციით ციხეში გარდაიცვალა.
0
0