
BBC-ის ინფორმაციით, ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, ბანდის წევრებმა, სულ მცირე, 110 ადამიანი, ძირითადად ხანდაზმულები, სასტიკად მოკლეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა ქსელმა განაცხადა, რომ დაღუპულები ადგილობრივი ბანდის ლიდერის სამიზნე მას შემდეგ გახდნენ, რაც მისი შვილი ავად გახდა და, მოგვიანებით, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანდის ლიდერმა შვილის სიკვდილის შესახებ ვუდუს მღვდელს აცნობა, რომელმაც ბიჭის ,,იდუმალ’’ ავად გახდომაში „ჯადოქრობით დაკავებული“ ხანდაზმული მოსახლეობა დაადანაშაულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხოცვა-ჟლეტის დეტალები ჯერ კიდევ ირკვევა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ "ბანდის ლიდერის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად" დაღუპულთა რიცხვი 184 იყო. ინციდენტები დედაქალაქის Cité Soleil-ის უბანში მოხდა. ბანდის წევრებმა 60 წელზე მეტი ასაკის მაცხოვრებლებს სახლები დაატოვებინეს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით, დანებით და მაჩეტით დახოცეს. დასახიჩრებული ცხედრები ქუჩებში დაწვეს.
უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ მკვლელობის ბრძანება მონელ ფელიქსმა [ასევე ცნობილია, როგორც მიკანო] გასცა. მონელ ფელიქსი Wharf Jérémie-ს [სტრატეგიულ ტერიტორიას დედაქალაქის პორტში] აკონტროლებს.
გაეროს განცხადებით, 2024 წელს, ბანდების სპირალური ძალადობის შედეგად, ჰაიტიზე 5000 ადამიანი დაიღუპა.
0
0