
9 თებერვალს ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
მესტიაში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმიანი.
ჭიათურაში უნალექო დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღე +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
0
0