
სასამართლო დარბაზში არ იმყოფებიან რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც უარყოფენ რუსეთის მხრიდან მსგავსი დანაშაულებების ჩადენას.
მოსამართლეებს სიტყვით მიმართა უკრაინის წარმომადგენელმა ანტონ კორნიევიჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენა სიცრუე და ბომბავს მშვიდობიან მოსახელობას.
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით შენობაში, რომლის სახელწოდებაც არის „მშვიდობის სასახლე“, თუმცა სახლში, ჩემი ქვეყანა საომარი აგრესიის წინაშეა. მე ვდგავარ დარბაზში, რომელსაც ეწოდება „სამართლიანობის დიდი დარბაზი“, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ჩემი თანამემამულეები რუსეთის მხრიდან არასამართლიანი დაბომბვის მოწმენი ხდებიან. ახლა, როცა ვდგავარ თქვენს წინაშე, უკრაინელები სასიკვდილო თავდასხმების ქვეშ არიან. მილიონობით ადამიანი საფრთხეშია. რუსეთის აგრესიის გამო ქვეყანა 1,5-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა, გაცილებით მეტი იძულებით გადაადგილებულად იქცა. 50 ათასზე მეტი ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები კიევის მეტროს გვირაბებში არიან შეფარებულნი. ბავშვები თავშესაფრებში იბადებიან. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ომის მიზანი გენოციდისგან ხალხის დაცვაა, ეს საშინელი ტყულია. უკრაინას არ ჩაუდენია გენოციდი. ეს რუსეთმა, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და სამხედრო პერსონალმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე და სამხედრო დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთი ფიქრობს, რომ არარსებული გენოციდის შესაჩერებლად, მას შეუძლია სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრა. მსურს, განვუცხადო რუსეთს, მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი როგორც ცივილიზებულმა ერებმა. უკრაინა პატივს სცემს ამ სასამართლოს კანონებს. რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს, მაგრამ თუ რუსეთი არ დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, სასამართლოს აქვს ძალაუფლება, თვითონ გააკეთოს ეს. უკრაინელები, უკრაინის მთავრობა, უკრაინის პრეზიდენტი მოგიწოდებთ, სასწრაფოდ დააკმაყოფილოთ უკრაინის საჩივარი შესაბამისი ზომების მისაღებად“, – განაცხადა კორნიევიჩმა.
0
0