07/06/2023
12:04
მსოფლიო
6 ივნისს, ჰააგის იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის პირველი არსებითი მოსმენა გამართა. ის შეტანილი იქნა რუსული მხარის მიერ ორი საერთაშორისო კონვენციის - ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით -წერს Deutsche Welle.
მოსმენები 8, 12 და 14 ივნისს გაგრძელდება და შემდეგი ნაბიჯი იქნება განაჩენი. მოსალოდნელია, რომ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა ელჩმა ანტონ კორინევიჩმა ჰააგაში გამართულ მოსმენას ექვსწლიანი მუშაობის კულმინაცია უწოდა. მისი თქმით, ეს არის უკრაინის პირველი საქმე რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მივიდა არსებითად განხილვის ეტაპამდე.
ამჟამად განხილული დარღვევები 2014-2015 წლებშია დაფიქსირებული. ჰააგაში უკრაინის დელეგაცია ირწმუნება, რომ მას ასევე გააჩნია სხვა ინსტრუმენტები, რათა რუსეთი მართლმსაჯულების წინაშე დადგეს - ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდის საქმე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი ომბუდსმენის დაპატიმრების შესახებ. და მომავალში - უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი აგრესიის საერთაშორისო ტრიბუნალი.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის სავალდებულოა.
სასამართლო პროცესზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა DW-ის ჟურნალისტთან კომუნიკაციაზე უარი თქვა.
0
0