საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.
ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე ერთი საათია საცობშია, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა
,,უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო.
ცრემლებს ძვლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე" - წერს მოქალაქე
0
0