-share.jpg)
რა თქმა უნდა, გვსურს უმაღლეს დონეზე ვიყოთ წარმოდგენილები ვაშინგტონის სამიტზე. ნატოდან არის სიგნალები, რომ ეს სავარაუდოდ ასეც იქნება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება უშუალოდ სამიტის შედეგებს, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და წევრ სახელმწიფოებთან იმაზე, რომ ამ სამიტიდან საქართველომ მაქსიმალურად კარგი შედეგი წამოიღოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ველოდებით იმას, რომ ვაშინგტონის სამიტზე ნატო მიიღებს გაფართოების გადაწყვეტილებას და უკრაინასა და საქართველოს მიიღებს თავის რიგებში. ეს მოლოდინი და ილუზია ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ამ გზაზე პროგრესი. ამას ვითხოვთ ჩვენი ნატოელი პარტნიორებისგან და იმედია, რომ გაწევრიანების გზაზე პროგრესი ამ სამიტზე საქართველოს ექნება“, - აღნიშნა სამხარაძემ.
0
0