17/03/2023
12:14
პოლიტიკა
ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივან, ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცაია, როგორც ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ განხორციელებულ სამუშაოებსა და პროგრესზე, მთელი რიგი პრიორიტეტების მიმართულებით, რომლის საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია წარმოადგენს. როგორც იცით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია. გვსურს აქვე მადლობა გადავუხადოთ ბრიტანეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მივესალმები გაერთიანებულ სამეფოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს, რომელსაც ის რუმინეთთან ერთად ასრულებს, რაც ხელს შეუწყობს ბრტანეთის მეტ ჩართულობას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
0
0