ოპოზიციის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის შესახებ მესამე სექტორს იდენტური პოზიცია აქვს.
„ქართული ოცნება“ მათ შეთანხმებულ გეგმაზე საუბრობს, რომლის მიზანი ქუჩის პროტესტის ორგანიზებაა.
ლგბტ პროპაგანდის შესახებ საუბრობს დეკანოზი შალვა (კეკელია) და მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტის კანონად ქცევას ელოდება.
„გვიწევს იმის მტკიცება, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია - ჩვენ ამ რეალობას შევეჩეხეთ. საბერძნეთში ვიყავი - ქვეყანა, რომელიც მართლმადიდებელია და სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული, სამწუხაროდ, მათაც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ წასულიყვნენ, მათ მიიღეს კანონპროექტი, სადაც [ლგბტ პირთა] ქორწინება დაშვებულია.
კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში. ვერც კი წარმოვიდგენდით 20 წლის წინ, რომ ამაზე საუბარი მოგვიწევდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რაც მსოფლიოში ხდება. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, თუ სახელმწიფო კანონს მიიღებს, რადგან ამით დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის იდენტობა“, - განაცხადა მამა შალვამ.
0
0