
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კენანმა განაცხადა, რომ რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.
„ძალიან აქტუალური ფიქრები ჰქონია ქ-ნ ელჩს! ის თუ უფიქრია, რა გზით შეიძლება რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან? ან უკრაინიდან? გვირჩიოს! გავიყვანთ! იმის მარჩიელობას, რა ურჩევნია ქართველ ხალხს, რუსეთში მცხოვრები ასეულობით ათასი თანამემამულისათვის!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.
“ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯერები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
0
0