შეერთებული შტატები მზად არის, საქართველოს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებაში მხარი დაუჭიროს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთანავე ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მზაობა კვლავ დაუდასტურა.
დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბევრს მუშაობდა. სწორედ ამ კონტექსტში შეერთებული ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.
„გასულ კვირას შესაძლებლობა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირველ შეხვედრაზე ჩვენი ურთიერთობები განგვეხილა. კიდევ ერთხელ გავუმეორე პრემიერ-მინისტრს მზაობა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ჩვენ ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, აგრეთვე ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი ურთიერთობების გამყარება და ჩვენი კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.
საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ ცხრა პირობა, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოების ყველა სფეროსა და ასპექტს“, - განაცხადა ელჩმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობები კომიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს უსმენენ.
0
0