
გვიხარია, რომ გასულ წელს საქართველოში დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი სხვადასხვა სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმოადგენს მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებული კეთილმეზობლურ ურთიერთობების დადასტურებას.
„ჩემი სახელით და ჩვენი დელეგაციის სახელით ქალბატონ მინისტრს და საქართველოს მხარეს დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და მასპინძლობისთვის. დელეგაციებს შორის შეხვედრების დინამიკა და ინტენსიური ხასიათი ძალიან სასიხარულოა. გასული წლის ივნისის თვეში საქართველოში ჩემი ვიზიტი, მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქალბატონი მინისტრის ბაქოში ვიზიტი შედგა. ჩვენ კიდევ ვიმყოფებით საქართველოში და ვიმედოვნებ შემდეგ თვეებშიც დინამიკა ზუსტად ასე გაგრძელდება. დღეს ჩვენ გვქონდა პირისპირ შეხვედრა, ასევე გაფართოებული შეხვედრა. ორივე შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე ვიმსჯელეთ. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს ჩვენ ქვეყნებს შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებული კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტების ფარგლებში გრძელდება.
ქალბატონმა მინისტრმა უკვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ყველა საერთაშორისო ფორმატში. მიხარია, რომ ჩვენს ლიდერებს შორის ძალიან გულწრფელი და ინტენსიური ურთიერთობა არსებობს, მაღალი დონის შეხვედრების კონტექსტში კარგი დინამიკაა. ჩვენ გვიხარია, რომ გასულ წელს საქართველოში ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში და მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის აზერბაიჯანში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას და ურთიერთპატივისცემას, მეგობრულ ურთიერთობას. ზუსტად იგივე ინტენსიური დიალოგია ჩვენს სხვადასხვა სამინისტროებსა თუ პარლამენტებს შორის. ჩვენ პარლამენტებს შორის ძალიან სამაგალითო თანამშრომლობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
0
0