18/01/2025
20:37
პოლიტიკა
ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ის პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „რუსუდან დუმბაძის დღის ამბებში“ განაცხადა.
ანა დოლიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სახით.
„რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების, სწორედ ისე, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, რომელიც მოგვცემს საშუალებას გადავიტანოთ კრიზისი. ეს ფული ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაში ჩაისხმება. ამ თანხებს თუ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს მისცემენ, ვინც არიან ქუჩაში, თეატრებს, მცირე ბიზნესებს მისცემენ, მისცემენ უპროცენტო სესხებს, როგორც არის ხოლმე ამ ტიპის გრანტებში, როგორც მოხდა 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ, ეს მილიარდობით დოლარის თანხა ჩაისხმება ეკონომიკაში და მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს შეამსუბუქოს ის ტვირთი, ის მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვწევთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხშირად ეუბნებიან ზედმეტად არ დაამშვიდოს ხალხი ან იმედები არ გასცეს, თუმცა, მაგალითად ბელარუსის და ჩრდილოეთ მაკედონიის პროტესტი მოჰყავს, სადაც პროცესს დიდი დრო დასჭირდა.
„გვეუბნებიან, ზედმეტად არ დავამშვიდოთ ხალხი, ან რაღაც იმედი გავცეთ. ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ეს პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ და ორი წლის შემდეგ მათი ოლიგარქი გრუევსკი გაუშვეს და ახლა ორბანთან ცხოვრობს. ასე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბზარები უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად აუცილებლად გაჩნდება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
0
0