-share.jpg)
გვესმის, რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა [ევროკავშირის] ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისეთ დროს, როდესაც მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, როგორ აფასებს ევროკავშირის ელჩის დადებით განცხადებას „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც კანონის მიღებით ქართული პოზიცია განაწყენებულია.
„თვეები ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან იმისათვის, რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა. ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და ასევე სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული ევროკომისიასთან. გვესმის, რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა [ევროკავშირის] ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისეთ დროს, როდესაც მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - აღნიშნა კობახიძემ.
„გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის აჩქარება და ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის არის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა, ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
0
0