
ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხში, რაც ეხება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მაქსიმალურად დაუახლოვდა საქართველო ევროპას.
„სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, დავაწესეთ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკაშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას. რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სურვილზე, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ, ყველანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივყვებით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც უნდა შევასრულოთ და ამას სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვახდინოთ ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარებას, სწორედ ამას უკავშირდება ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებს გამოხატავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0