-share.jpg)
“გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში და მე დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ერთად იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"მოვითხოვთ, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს. ბიძინა ივანიშვილმა ბიტკოინებით რომ მილიარდები იშოვა, ეს მილიარდები უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ამ ყველაფრის განსახორციელებლად გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, ერთობა, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა. ამისთვის გვჭირდება სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე, ყველა პროდასავლელი ლიდერი, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი აგურის დადება შეუძლია.
სწორედ ამიტომ ჩვენ წავალთ ყველგან, მოვალთ ყველა მუნიციპალიტეტში, გავესაუბრებით ყველა მოქალაქეს და დავარწმუნებთ, რომ გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის ხელში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0