27/10/2022
12:14
მსოფლიო
„უკრაინას ახლა ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერს „გეგმების“ შედგენა ურჩევნია“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი აზრით, ამ დროისთვის უკრაინის მხარდაჭერა უფრო აქტუალურია.
„ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე: როგორ ავაშენებთ უკრაინას, მაგრამ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს: როგორ შეუძლია უკრაინას საკმარისი იარაღი მიიღოს?“, - განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ანადგურებს ელექტროსადგურებს და გათბობის ქსელებს უკრაინაში, რათა ზამთარში მშვიდობიანი მოსახლეობა გაყინოს.
ამიტომ მან ევროკავშირის ლიდერებს დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდა.
„ახლა დახმარებაა საჭირო. უკრაინას სჭირდება ფული, იარაღი და არა გეგმები, - განაცხადა მორავეცკიმ.
0
0