06/04/2023
16:39
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე და თქვა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მის გარშემო განვითარებულ პროცესებს.
"ჩვენ გვქონდა შეკითხვები მის საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე დროისა და ბრალდებების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ თვალყური ვადევნოთ სახალხო დამცველის ამ ანგარიშებს, რომელიც ამბობს, რომ იყო ნიშნები პოლიტიკური დევნის. ეს არის ფართო საკითხი მედიათავისუფლების. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რეპუტაცია ქვეყნის, რომელსაც ჰქონდა ძლიერი მედიაგარემო. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მცირდება ბოლო პერიოდში და ეს შეშფოთების საგანია", - თქვა კელი დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა, რომლის მიმართაც ნდობა იარსებებს.
"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი რატომ სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ასეთი კითხვები როდესაც არსებობს საქმეებზე, როგორიც ნიკა გვარამიასია, საზოგადოებას უნდა სჯეროდეს სასამართლოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების რომ არ არსებობდეს შეკითხვები",- თქვა დეგნანმა.
0
0