28/03/2024
10:55
პოლიტიკა
ერთია, რომ გვარამიას განცხადება არ მიიღო სტრასბურგმა და მგონი, ამით ნათლად დადასტურდა ის, რომ არავითარი პოლიტპატიმარი გვარამია არ ყოფილა, როდესაც ის სასჯელს იხდიდა და პატიმარი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„მუდამდღე ჩვენ იმაზე გვესაუბრებოდნენ, რომ თითქოსდა გვარამიას უფლებები ირღვევა, თითქოსდა ის არის პოლიტპატიმარი. როგორც გამოჩნდა, ეს ასე არ ყოფილა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცნობისათვის, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველზე, სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. სტრასბურგის სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
0
0