გვაქვს რისკები, სწორედ რუსული კანონის ფონზე, რომ შეიძლება, აკრედიტაცია გაგვიუქმონ, შევიდეს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე და გვითხრან, რომ არჩევნებს ვეღარ დავაკვირდებით - მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა ნანუკა ყრუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. საიას წარმომადგენელი რისკებზე საუბრობს:
“დღეს სამართლებრივად არ არის ისეთი დებულებები, რომელიც ხელს შეუშლის დამკვირვებლებს დაკვირვებაში, თუმცა გვაქვს რისკები, სწორედ რუსული კანონის ფონზე, რომ შეიძლება, აკრედიტაცია გაგვიუქმონ. შევიდეს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე და გვითხრან, რომ არჩევნებს ვეღარ დავაკვირდებით. ასევე დიდი რისკია, რომ თუნდაც დაკვირვების შემთხვევაში ჩვენი დამკვირვებლები უსაფრთხოდ არ იყვნენ უბნებზე. ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი დამკვირვებლები უსაფრთხოდ ვამყოფოთ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მოგვცეს ამის გარანტია. მესამე რისკი არის ის, რომ შეიძლება უბნებზე დაგვხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აქტიურები და შექმნილები არიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს”, - განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”
0
0